საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი

აღწერა

"GASTRONOME GROUP"-ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით "Kitchen and Living by Gastronome" და ოთხი რესტორნით. სულ ცოტა ხნის წინ კი მომხმარებელს შევთავაზეთ, ახალი ქვებრენდი "Brunch By Gastronome", რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურად გასტრონომის პროდუქციით შექმნილ Take away მენიუს სთავაზობს. ვებგვერდზე: https://gastronome.ge/ Facebook: https://www.facebook.com/gastronomegroupgeo Instagram: https://www.instagram.com/gastronome_georgia/ "GASTRONOME GROUP"-ის გუნდში ვეძებთ თანამშრომელს საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** იმპორტთან დაკავშირებული სამუშაო გეგმისა და სტრატეგიის შემუშავება ** ბრენდების მოძიება (როგორც ონლაინ რეჟიმში ასევე საერთაშორისო გამოფენების საშუალებით) ** შეკვეთების ფორმირება და ექსკლუზიური ხელშეკრულებების გაფორმება ** იმპორტთან დაკავშირებული ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაციის მართვა/კონტროლი ** ტრანსპორტირების სრული ციკლის მართვა/კონტროლი ** გაყიდვების ანალიზი ** მარაგების კონტროლი და სწორი დაგეგმარება ** პარტნიორ მომწოდებლებთან მუდმივი ურთიერთობა და პერიოდულად შეთანხმების/მოლაპარაკების პირობების განახლება/გაუმჯობესება ** შოურუმის თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარება არსებული ბრენდებისა და პროდუქციის სპეციფიკის შესახებ ** კორპორატული გაყიდვების დეპარტამენტთან აქტიური კომუნიკაცია და შესყიდვების შესაბამისად დაგეგმვა ** მენეჯმენტთან ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგი ** საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო გამოფენებზე დასწრება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** შესყიდვების/იმპორტის სფეროში სასურველია მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ** უმაღლესი განათლება ბიზნესთან დაკავშირებულ სფეროში ** ინგლისური ენის უმაღლეს დონეზე ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად) ** მოლაპარაკების წარმოებით განსაკუთრებული უნარი (როგორც წერილობითი ასევე ზეპირისიტყვიერი) ** პრეზენტაციის უნარი ანაზღაურება: 2000-2500 ლარი (6 თვის შემდეგ საბონუსე სისტემაში ჩართვა) სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა. გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected]. სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებებს! აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს სილქ გასტრონომი) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


გასტრონომი

ანაზღაურება


2,000₾ -2,500₾
დედლაინი
6 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო