შესყიდვებისა და ლოჯისტიკის განყოფილების უფროსი

აღწერა

შპს "ავტოტექნო" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში. კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს. "ავტოტექნო" წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2023 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 60%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში. კომპანიის გაფართოების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე "ავტოტექნოს" გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს! ვაკანსია: შესყიდვებისა და ლოგისტიკის განყოფილების ხელმძღვანელი ადგილმდებარეობა: თბილისი, ფონიჭალა სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი) ანაზღაურება: 4500 ლარი (ფიქსირებული + ბონუსი) ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** შესყიდვების და ლოგისტიკის პროცესების მართვა, დაგეგმვა და ოპტიმიზაცია; ** ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე შესყიდვების და ტრანსპორტირების დაგეგმვა; ** ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის შესწავლა, ახალი მომწოდებლების მოძიება, ხარჯების ოპტიმიზაცია სერვისის/პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებით; ** შესყიდვის სრული ციკლის დაგეგმვა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და მოთხოვნა მომწოდებლებისგან; ** სატრანსპორტო კომპანიებთან პროცესების კოორდინაცია; ** შესყიდვების განყოფილების ადამიანური რესურსის მართვა და სამუშაოების მოცულობის თანაბრად დელეგირება; ** კომპანიის შესყიდვების და ტრანსპორტირების საქმიანობის გამართულად და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ; ** კონკურენტული ბაზრის შესწავლა/ანალიზი; ** ნაშთების და მარაგების კონტროლი, ნაშთების ოპტიმიზაცია, ანალიტიკის წარმოება; ** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლების დონე - ბაკალავრის ხარისხი: ბიზნეს ადმინისტრირება, ბიზნეს მენეჯმენტი, ეკონომიკური ურთიერთობები, საერთაშორისო ვაჭრობა, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები. მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად. ** უცხო ენის ცოდნა - ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა; ** სამუშაო გამოცდილება - მსგავს პოზიციაზე არანაკლებ 5 წლიანი სამუშო გამოცდილება; ** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - Excel, 1C სისტემები, PPT მაღალ დონეზე ფლობა. საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ძლიერი ანალიტიკური უნარები; ** გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა; ** დაგეგმვის და პროგნოზირების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დედლაინებთან მუშობის უნარი; ** გუნდის მართვის უნარი; ** კომუნიკაციის მართვის უნარი; ** ფორს-მაჟორულ სიტუაციებში სწრაფად რეაგირების და გადაწყვეტილების მიღების უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** კარიერული წინსვლას; ** გრძელვადიან თანამშრომლობას; ** კონკურენტულ საბონუსე სისტემას; ** კომპანია ფარავს თანამშრომლის საპენსიო შენატანს; ** დაზღვევასა და Fitpass-ს; ** სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისთვის (დაფინანსება კომპანიის მხრიდან); ** მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში; ** 24 + 4 საშვებულებო დღეს; ** შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ. კონკურსის ეტაპები: ** შესარჩევი სიის მომზადება; ** გასაუბრება ორგანიზაციული განვითარების მენეჯერთან; ** გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან. გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected] და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "შესყიდვებისა და ლოგისტიკის განყოფილების ხელმძღვანელი". თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში. დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ! გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ნედლეულის მრჩეველი
მადარტი
თბილისი 900₾-1200₾ დედლაინი: 4 დღეში

წარმოების დამხმარე თანამშრომელი
მადარტი
თბილისი 900₾-1200₾ დედლაინი: 1 კვირაში

მოლარე-კონსულტანტი
მადარტი
თბილისი 1000₾-1300₾ დედლაინი: 4 კვირაში

კომპანია


ავტოტექნო

ანაზღაურება


4,500₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო