წარმოების დამხმარე თანამშრომელი

აღწერა

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა. დღეს, "მადარტის" გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით. თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას. გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები! დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/ კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების დამხმარე თანამშრომლის პოზიციაზე! შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე ამიტომ ნუ გადადებ! ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ნედლეულის გარჩევა, გასუფთავება, გარეცხვა; ** საჭიროების შემთხვევაში ნედლეულის დაჭრა; ** ბისკვიტის დაჭრა; ** სიროფის მომზადება; ** სამუშაო პროცესში გამოყენებული ინვენტარის მოფრთხილებაზე ზრუნვა; აღნიშნულ პოზიციაზე მოსახვედრად შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები: ** ელ-ფოსტაზე შემოსული რეზიუმეების, ფილიალებში შევსებული აპლიკაციების, ქოლცენტრის და სოციალური ქსელის მეშვეობით გამოგზავნილი ინფორმაციის/რეზიუმეების გადარჩევა; ** გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტთან; ** სტაჟირების ეტაპი ფილიალში. ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ: ** შრომისა და საქმის სიყვარულს; ** პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას. სამუშაო ადგილი: თბილისი - ვარკეთილი; სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე; ანაზღაურება: 900-1200 ლარი ჩვენ ასევე გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** Fitpass-ით სარგებლობას; ** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას; ** პარკირების შეუფერხებლობას; ** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს. რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში. CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება. იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ავტოდამტვირთველის ოპერატორი
თბილღვინო
თბილისი 1200₾-1350₾ დედლაინი: 1 კვირაში

ბუღალტრის დამხმარე-მოლარე
Retailer
თბილისი 1000₾ დედლაინი: 3 კვირაში

ბუღალტრის დამხმარე
ინტრაკო ნუტრიშენი
თბილისი 1500₾ დედლაინი: 2 კვირაში

მძღოლის დამხმარე
კომპანია
თბილისი 1400₾-1600₾ დედლაინი: 1 დღეში

მძღოლის დამხმარე
ოფის 1
თბილისი 1400₾-1600₾ დედლაინი: 1 კვირაში

ბუღალტრის დამხმარე
ედვინგსი
თბილისი დედლაინი: 6 დღეში

კომპანია


მადარტი

ანაზღაურება


900₾ -1,200₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო