შესყიდვების სპეციალისტი

აღწერა

კომპანია "ნეოტექი" უსაფრთხოების სისტემების ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს. კომპანიის საქმიანობის მთავარ მიმართულებებს წარმოადგენს ვიდეოსამეთვალყურეო, დაცვით-საგანგაშო და სახანძრო სიგნალიზაციების, ხანძარქრობის, გახმოვანების, შეზღუდული დაშვების, სუსტ დენებზე დაფუძნებული სხვა სისტემების პროექტირება, მონტაჟი და ინსტალაცია. კომპანია უსაფრთხოების სისტემების მწარმოებელი რამდენიმე მსოფლიო ლიდერი ბრენდის ავტორიზებული დილერია და საქართველოში მათი პროდუქციის რეალიზაციას ახორციელებს. კომპანია "ნეოტექი" დასაქმებულებს სთავაზობს სტაბილურ სამუშაო გარემოსა და პროფესიული ზრდის შესანიშნავ საშუალებას და აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნ.ბოხუას ქ. 4 სამუშაო გრაფიკი: სრული - ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე; ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები); კორპორაციული დაზღვევა; Fitpass; ადგილობრივი და საერთაშორისო ტრენინგები; პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. ფუნქცია-მოვალეობები: ** სასაქონლო მარაგების შესყიდვა (ადგილობრივ და საგარეო ბაზრებზე); ** აპარატურის გაცნობა და შესწავლა, როგორც ვიზუალურად ასევე ტექნიკური მონაცემებით; ** აპარატურაზე ტექნიკური დოკუმენტაციის ქართულად შედგენა და სისტემაში დამატება; ** ბაზარზე არსებული ანალოგიური აპარატურის შესწავლა, ჩვენი აპარატურის უპირატესობების და ნაკლოვანებების დადგენა; ** სწორი კატალოგიზაცია, სისტემატიზაცია და ნომენკლატურის მოწესრიგება; ** აქციების ორგანიზება - პროდუქტების შერჩევა, მარკეტინგზე მიწოდება შესაბამისი აქტივობებისთვის, კლიენტებზე (საპროექტო, გაყიდვები, სერვისი, ქოლცენტრი) ინფორმაციის მიწოდება და სხვა მხარდამჭერი ქმედებების განხორციელება; ** არსებულ სასაქონლო მარაგში არალიკვიდური საქონლის კონტროლი; ** საგარანტიო პირობების შედგენა; ** წუნდებული აპარატურის მომწოდებელზე გაგზავნა და სანაცვლო აპარატურის მიღება; ** ფასწარმოქმნა პროდუქციაზე, ფასების კონტროლი, ნომეკლატურის წარმოება; ** სატენდეროდ ტექნიკური დოკუმენტაციის გამზადება; ** სისტემატური ტრენინგების და პრეზენტაციების ჩატარება აპარატურაზე; ** ურთიერთობა მომწოდებლებთან/ახალი მომწოდებლების მოძიება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავსს სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (MS Office: Word, Excel, Powerpoint, Outlook). პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები: ** თავაზიანობა; ** შრომისმოყვარეობა; ** დროის მართვის უნარი; დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა: შპს "ნეოტექი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და შესაბამისად გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: [email protected] და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ "შესყიდვების სპეციალისტი". მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

შესყიდვების სპეციალისტი
Global Beer Georgia
მცხეთა დედლაინი: 1 დღეში

შესყიდვების სპეციალისტი
აითი თექ
თბილისი 1200₾-1500₾ დედლაინი: 4 დღეში

შესყიდვების სპეციალისტი
რუსთავოილი
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

შესყიდვების სპეციალისტი
აქვა გეო
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


ნეოტექი

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო