ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი

აღწერა

განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორაციულ კულტურას ქმნიან. "იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ! "იმედი L" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე სამუშაო ადგილი: ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. N9 სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 ანაზღაურება: 1100 ლარი. ჩვენ გთავაზობთ: ** პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორაციულ ბენეფიტებს. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის სტრუქტურული ერთეულების ტექნიკური მხარდაჭერა; ** კომპანიის საკომუნიკაციო და კომპიუტერული ქსელების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; ** თანამშრომლების კომპიუტერული ქსელის ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ** ფიზიკური და ვირტუალური სერვერების მუშაობის მონიტორინგი; ** ახალი თანამშრომლისთვის იუზერის დარეგისტრირება და შესაბამისი წვდომების გაწერა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ** სერვერული ინფრასტრუქტურის არქიტექტურული ცოდნა; ** ოპერაციული სისტემებისა და პროგრამების ინსტალაციის ცოდნა; ** პერიფერიულ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება; ** Active Directory, DHCP, DNS, NLB, Terminal Server, Fileserver - თან ** მუშაობის გამოცდილება. აუცილებელი უნარები: ** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი; ** სამუშაოს ვადის განსაზღვრისა და მისი მისი ეფექტურად მართვის უნარი. ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: [email protected]; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 29 ივნისი, 2024 წელი. სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას. სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

IT მხარდაჭერის სპეციალისტი
კომპანია
თბილისი 1200₾ დედლაინი: 1 კვირაში

IT სპეციალისტი
ჰიპერმარკეტი Domino
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინერი
სქაიტელი
თბილისი 800₾ დედლაინი: 1 კვირაში

ნედლეულის მრჩეველი
მადარტი
თბილისი 900₾-1200₾ დედლაინი: 2 დღეში

წარმოების დამხმარე თანამშრომელი
მადარტი
თბილისი 900₾-1200₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


იმედი L

ანაზღაურება


1,100₾
დედლაინი
10 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო