IT სპეციალისტი

აღწერა

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო "-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას. რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "დომინო" წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ისა და დიღმის ტერიტორიებზე. ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე. ძირითადი მოთხოვნები: ** ოპერაციული სისტემის და საოფისე პროგრამების ინსტალაცია, კონფიგურაცია, პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა. ** სავაჭრო მოწყობილობების (პოს ტერმინალი, თერმული პრინტერი, შტრიხკოდის სკანერი და ა.შ) გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა. ** კონსულტაცია ტელეფონის საშუალებით და დისტანციური წვდომის პროგრამების მეშვეობით; ** 1C პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა ** ოფისის ტექნიკის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა. ** ტერიტორიულად განაწილებული ობიექტების ტექნიკური მხარდაჭერა; ** IP ტელეფონების კონფიგურაცია. ** Active Directory-ში მომხმარებლის დამატება, შესაბამის ჯგუფში გაწევრიანება, პაროლის შეცვლა. ** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; ** შემდეგი სახის დანადგარების ცოდნა: PC, ნოუთბუქი, პრინტერები, ქსელური მოწყობილობები; ** Windows 8.1/10 პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა; ** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად; ** Active Directory-სთან მუშაობის გამოცდილება. ** 1C: წარმოების პლატფორმის ძირითადი მექანიზმების ცოდნა; უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობა; ** პატიოსნება და კეთილსინდისიერება; ** გაწეული სამუშაოს ხარისხსა და დეტალებზე ორიენტირება; ** სამუშაო დროის ეფექტური განაწილება და დაგეგმვა; გრაფიკი/პირობები: ** გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა - 40 საათიანი სამუშაო კვირა; ** ანაზღაურება: 2500 Gel + კვალიფიკაციის მიხედვით; ** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო); ** Fit pass; ** კვება; თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე [email protected] ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის ბაზაში 1 წლის ვადით. გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

IT სპეციალისტი
ჯი-ეფ-თი-სი
თბილისი 1000₾ დედლაინი: 12 საათის წინ

IT მხარდაჭერის სპეციალისტი
კომპანია
თბილისი 1200₾ დედლაინი: 1 კვირაში

IT მხარდაჭერის სპეციალისტი
PASHA Bank
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

ინფორმაციის შეგროვების სპეციალისტი
2GIS
თბილისი 1100₾ დედლაინი: 2 კვირაში

მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
HR SPACE
თბილისი 1700₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


ჰიპერმარკეტი Domino
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო