IT მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი

აღწერა

"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით  480-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით. "2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 4000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია,  მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ  ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ  საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ. მაღაზიათა ქსელი "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე. ლოკაცია: თბილისი სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00-18:00. ჩვენ გთავაზობთ: ** განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** საწვავისა და ავტომობილის ცვეთის ხარჯის ანაზღაურებას; ** საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს. ძირითადი ფუნქციები: ** კომპანიის სათავო ოფისში, მაღაზიებსა და საწყობში შიდა ქსელის გაყვანა და მონტაჟი; ** სავაჭრო ობიექტებში განთავსებული კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მონტაჟი, პროგრამულად გამართვა და მუშაობის მონიტორინგი; ** კომპეტენციის ფარგლებში, სავაჭრო ობიექტებში წარმოქნილი IT პრობლემების აღმოფხვრა და საჭიროების შემთხვევაში, სატელეფონო კონსულტაცია; ** საჭიროების შემთხვევაში, კომპიუტერული ტექნიკის გაძლიერება ან/და სარემონტო სამუშაოების ჩატარება; ** სავაჭრო ობიექტებში ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების უზრუნველყოფა. ვაკანსიის მოთხოვნები: ** პროფესიული სასწავლებელი ან/და უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ** B კატეგორიის მართვის მოწმობა; ** საკუთარი ავტომობილის ფლობა; ** Windows 7, Windows 8.1, Windows 10; PC Testing tools; Acronis, Microsoft Office ცოდნა. ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] და გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 8 ივლისი, 2024 წელი. ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას. მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

IT მხარდაჭერის სპეციალისტი
კომპანია
თბილისი 1200₾ დედლაინი: 1 კვირაში

IT მხარდაჭერის სპეციალისტი
PASHA Bank
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

აპლიკაციების მხარდაჭერის მენეჯერი
IT Service Georgia
თბილისი 1200₾-1500₾ დედლაინი: 2 კვირაში

მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
HR SPACE
თბილისი 1700₾ დედლაინი: 3 კვირაში

IT მხარდამჭერი
სოლუშენს2შეარ ჯორჯია
თბილისი დედლაინი: 2 დღეში

IT სპეციალისტი
ჰიპერმარკეტი Domino
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


ორი ნაბიჯი
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო