ინფორმაც. ტექნოლოგიების დეპარტამენტში ქსელის ადმინისტრატორი

აღწერა

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო "-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას. რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "დომინო" წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ისა და დიღმის ტერიტორიებზე. ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში ქსელის ადმინისტრატორის პოზიციაზე ისთ-ფოინთის ფილიალში. ძირითადი მოვალეობები: ** ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების ოპტიმიზაცია და ეფექტურობის მაღალი ხარისხის შენარჩუნებაზე ზრუნვა; ** ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების ანალიზი და სამუშაო გეგმის შედგენა; ** ქსელური ინფრასტრუქტურის კონფიგურაცია და ადმინისტრირება; ** Fortigate NGF (HA, ACL, OSPF, VPN)კონფიგურაცია და ადმინისტრირება; ** ქსელური მოწყობილობების (HP, H3C, Grandstream, Fortigate) აპარატურული და პროგრამული კონფიგურაცია, ადმინისტრირება, მონიტორინგი; ** ქსელური სერვისების, მოწყობილობების და ინფორმაციულ ტექნოლოგიური კომუნიკაციების ინსტალაცია, კონფიგურაცია, მართვა; ** ქსელის წარმადობის კონტროლი და ქსელური რესურსების ეფექტური გამოყენება; ** ქსელის უსაფრთხოებისთვის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ქსელური კომუტატორის საფუძვლიანი ცოდნა და მუშაობის გამოცდილება: VLAN, LACP, STP, RSTP, MLAG, IRF, ** NG Firewall-ებთან მუშაობის გამოცდილება; ** DLP, IPS, IDS, NIPS; ** საერთაშორისო კიბერ უსაფრთხოების სტანდარტების და პრაქტიკების ცოდნა; ** Firewall-ების ადმინისტრირება (Cisco, Mikrotik, FortiGate); ** Cisco CCNA ან CCNA Security - ჩაითვლება უპირატესობად. ** Fortinet NSE-3, 4 ჩაითვლება უპირატესობად. ** აუცილებელია ქსელის ადმინისტრატორი პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** პრობლემური საკითხების სწრაფად გადაწყვეტის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი. გრაფიკი/პირობები: ** გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; ** სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ; ** ანაზღაურება: 5000 Gel+ კვალიფიკაციის მიხედვით; ** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო); ** Fitpass; ** კვება. თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: [email protected] სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით. გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მძღოლი
ჰიპერმარკეტი Domino
თბილისი 1100₾ დედლაინი: 2 კვირაში

IT სპეციალისტი
ჰიპერმარკეტი Domino
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

უმცროსი ბუღალტერი
ჰიპერმარკეტი Domino
თბილისი 1200₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


ჰიპერმარკეტი Domino
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო