მაღაზიის საწყობის თანამშრომელი

აღწერა

"დრესაპ ჯგუფი" 30 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა. კომპანია წარმოდგენილია 80-მდე მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge. "დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის საწყობის თანამშრომლის (2 ვაკანტური ადგილი) პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში; ** ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი + ბონუსი; ** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სავაჭრო ცენტრი "სითი მოლი" და სავაჭრო ცენტრი "აქსისი". ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები: ** მაღალი ანაზღაურება; ** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა; ** კორპორაციული ფასდაკლება პროდუქციაზე; ** 3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიანი "დრესაპის" ვაუჩერი; ** ჯანსაღი სამუშაო გარემო; ** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა; ** იდეების წახალისება/მხარდაჭერა; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** "ფიტპასის" მომსახურება. ფუნქციები და მოვალეობები: ** მაღაზიის საწყობის მოწესრიგება/მონიტორინგი; ** კოლექციის მიღება, საწყობში განთავსება, დარბაზში გამოსატანი მოდელების განცალკევება; ** პროდუქციის გატანის პროცესისთვის პროდუქციის გადალაგება; ** ონლაინ მაღაზიისთვის პროდუქციის მომზადება; ** ვიზუალ მერჩენდაიზერის მაღაზიაში ყოფნის დროს შეტანილი პროდუქციის მოწესრიგება; ** როგორც მიღებული პროდუქციის, ასევე, გასატანი პროდუქციის მდგომარეობისა და ზომების შემოწმება; ** ყოველ დილით პროდუქციის ზომების გადამოწმება და დარბაზის შევსება; ** შესაძლებლობის ფარგლებში პროდუქციის ზომების მოძიების პროცესში მაღაზიის თანამშრომლების დახმარება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** პასუხისმგებლობის მაღალი დონე; ** ენერგიულობა; ** მოქნილობა და ოპერატიულობა; ** ორგანიზებულობა და საქმის დაგეგმვის/კოორდინირების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** კეთილსინდისიერება. კანდიდატთა შერჩევა გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "მაღაზიის საწყობის თანამშრომელი". გისურვებთ წარმატებას! შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. "დრესაპ ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

საწყობის თანამშრომელი
Dressup Group
თბილისი 1200₾ დედლაინი: 2 კვირაში

საწყობის თანამშრომელი
გასტრონომი
თბილისი 1100₾ დედლაინი: 5 დღეში

საწყობის თანამშრომელი
Citrus.ge
თბილისი 800₾-1000₾ დედლაინი: 2 კვირაში

საწყობის თანამშრომელი
თბილისი მედიკ
თბილისი 1100₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


Dressup Group

ანაზღაურება


1,200₾
დედლაინი
13 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო