კურიერი, დამხმარე გუნდის ოპერატორი, საწყობის თანამშრომელი

აღწერა

საკურიერო კომპანია "Today Delivery" განაგრძობს ზრდას და ეძებს გუნდის ახალ წევრებს თბილისში - კურიერი, დამხმარე გუნდის ოპერატორი, საწყობის თანამშრომელი. კომპანია უკვე 3 წელზე მეტია ქართულ ბაზარზე ოპერირებს და ამჟამად 40 ქალაქსა და 1000-ზე მეტ სოფელში ახორციელებს, 200-ზე მეტი პარტნიორი მაღაზიის ამანათების მიწოდებას. დაბალი ტარიფები, მიწოდების მინიმალური დრო, დაფარვის ზონა და მომსახურების მაღალი ხარისხი არის ის რაც გამოარჩევს ჩვენს კომპანიას ბაზარზე. თუ მზად ხართ ახალი გამოწვევებისთვის და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს მეგობრულ გუნდს, შეგიძლიათ გაეცნოთ ვაკანსიის დეტალებს. 1. კურიერი სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე ** ანაზღაურება: 1150 ლარი + ბონუსი (500-2000 ლარამდე) ფუნქცია-მოვალეობები: ** პარტნიორი კომპანიებიდან ამანათების აღება ** ამანათების დარიგება თბილისის მასშტაბით მოთხოვნები: ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** B კატეგორიის მართვის მოწმობა ** საკუთარი ავტომობილი ** თბილისის ქუჩების ზედმიწევნით ცოდნა ** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის გრძნობა ** დროის სწორი მენეჯმენტის უნარი 2. დამხმარე გუნდის ოპერატორი სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: დისტანციური, კვირაში 6 დღე, დღეში 5-6 საათი ** ანაზღაურება: 400 + ბონუსი ფუნქცია-მოვალეობები: ** კურიერებთან და მომხმარებლებთან კომუნიკაცია ** ყოველდღიური რეპორტის მომზადება ჩაბარებული ამანათების შესახებ მოთხოვნები: ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** Excel-ის საბაზისო ცოდნა ** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა უნარ-ჩვევები: ** ოპერატიულობა ** გამართული მეტყველება ** პასუხისმგებლობის გრძნობა ** დროის სწორი მენეჯმენტის უნარი 3. საწყობის თანამშრომელი სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე ** 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი (10:00-18:00; 18:00-02:00) ** ანაზღაურება: 600-800 ლარი + ბონუსი (გამოცდილების მიხედვით) ფუნქცია-მოვალეობები: ** საწყობში შემოსული ამანათების მიღება, აღრიცხვა და დახარისხება ** კურიერებისთვის ამანათების განაწილება ** საწყობში დარჩენილი ამანათების რეპორტი ** პერიოდული რეპორტი საწყობში დარჩენილი ჩაუბარებელი ამანათების შესახებ მოთხოვნები: ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** Excel-ის საბაზისო ცოდნა უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის გრძნობა ** ოპერატიულობა ** დროის სწორი მენეჯმენტის უნარი ჩვენ გთავაზობთ: ** მზარდ ანაზღაურებას ** საბონუსე სისტემას ** ჯანმრთელობის დაზღვევას ** სხვადასხვა კორპორატიულ სერვისებს საჭიროებიდან გამომდინარე (საწვავი; სასაუბრო) თუ გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] და "subject" ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება. შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 1 წლის ვადით.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კურიერის დამხმარე - დროებითი
Izi Box
თბილისი 70₾ დედლაინი: 3 კვირაში

კურიერი საკუთარი მანქანით
რან დელივერი
თბილისი 700₾ დედლაინი: 1 დღეში

კურიერი
იზივეი
თბილისი 50₾ დედლაინი: 2 დღეში

კურიერი საკუთარი ავტომობილით
იზივეი
თბილისი 50₾ დედლაინი: 2 დღეში

კურიერი
ახალი ხედვა
თბილისი დედლაინი: 3 დღეში

კურიერი
www.imart.ge
თბილისი დედლაინი: 3 დღეში

კომპანია


Today Delivery

ანაზღაურება


1,150₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო