აღწერა

სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში. კომპანია "ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას ღამის კურიერის პოზიციაზე. სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო გრაფიკი: მცოცავი; მორიგეობა 2 დღეში ერთხელ; სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მომხმარებლებისათვის და ორგანიზაციებისთვის პროდუქციით ადგილზე მიწოდება; ** რეალიზებული პროდუქტის ზუსტი აღრიცხვა; ** ნაშთის აღრიცხვა და კომპანიაში დაბრუნება; ** მორიგეობისას, მომხმარებლების მხრიდან მიღებული თანხების ჩაბარება პასუხისმგებელ პირთან. ძირითადი მოთხოვნები: ** სასურველია სამუშაო გამოცდილება საკურიერო ან/და სადისტრიბუციო სფეროში. ** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, (სასურველია რუსული/ინგლისური ენების ცოდნა); ** B-B1 კატეგორიის მართვის მოწმობა; ** მინიმუმ 1 წლიანი მსუბუქი ავტომობილის მართვის გამოცდილება; დამატებითი უნარ-ჩვევები: ** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა; ** დროის მართვის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა; სასურველია საკუთასი ავტომობილის ქონა. საწვავს სრულად ანაზღაურებს კომპანია. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: "ღამის კურიერი". თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, სივების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან. შპს "ახალი ხედვა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კურიერი
იზივეი
თბილისი 50₾ დედლაინი: 1 დღეში

კურიერი
www.imart.ge
თბილისი დედლაინი: 2 დღეში

კურიერი
Yandex Taxi პარტნიორი Neo
თბილისი 3000₾-4000₾ დედლაინი: 1 კვირაში

კურიერი
დოდო პიცა
ბათუმი დედლაინი: 1 კვირაში

კურიერი
ბი-ემ-ესი
თბილისი 1500₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


ახალი ხედვა
დედლაინი
2 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო