საწყობის თანამშრომელი

აღწერა

"Citrus.ge" - ქართული ინოვაციური პროექტია, რომლის მთავარი მიზანი ქართველი მომხმარებლისთვის მათ სურვილებზე მორგებული ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობის სასიამოვნო გამოცდილების შექმნა და ონლაინ შოპინგის მარტივი პროცესის ორგანიზებაა. "Citrus.ge"-ზე ხელმისაწვდომია 40 000 - ზე მეტი დასახელების უნიკალური პროდუქტი, 300 პარტნიორი კომპანიისგან. კომპანია "ციტრუსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე. რისი კეთება მოგიწევს: ** მიმდინარე სასაწყობე პროცესების განხორციელება; როგორც ლოკალური ბაზრიდან შესყიდული, ასევე კომპანიის სახელზე იმპორტირებული პროდუქციის მიღება/დათვლა/შემოწმება/დასაწყობება; ** ყოველდღიურად საწყობიდან გასაცემი ნივთების აღრიცხვა/დათვლა/დასტიკერება. თითოეული პროდუქტის პირველადი დათვალიერება (შემოწმება); ** საკურიერო კომპანიიდან და საქართველოს ფოსტიდან დაბრუნებული პროდუქციის მიღება, მდგომარეობის შეფასება, დაბრუნების ფაილში აღრიცხვა, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება; ** .საწყობის ინვენტარიზაცია; საწყობის აღწერა; ** საწყობის გაღება/დაკეტვა/უსაფრთხოების კონტროლი; ** საწყობის მოწესრიგება და ჰიგიენური ნორმების დაცვა; ** პარტნიორი ბანკის ხელშეკრულებების დაბეჭდვა და გამზადება გასაცემად. რისი ცოდნა დაგჭირდება: ** სრული საშუალო განათლება; ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა. საჭირო უნარები: ** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და საქმისადმი ერთგულება; ** პრობლემების გადაჭრის უნარი. სამუშო პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი ** სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 13:00- 19:00 საათამდე, შაბათს 12:00-15:00 საათამდე; ** ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი (ხელზე ასაღები) და ბონუსი (საშუალო ხელფასი - ჯამში 1000 ლარი) ჩვენ ასევე გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის თანადაფინანსებით; ** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს, სადაც შესაძლებლობები ყველა თანამშრომლისათვის თანაბარია; ** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას; ** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - საწყობის თანამშრომელი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრების ეტაპისთვის შერჩეულ კანდიდატებთან. კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ - www.citrus.ge თქვენს მიერ რეზიუმეს გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. ანიჭებთ შპს ციტრუსს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე; "ციტრუსი" კანდიდატთა შერჩევას ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
Citrus.ge
თბილისი 800₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


Citrus.ge

ანაზღაურება


800₾ -1,000₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო