საწყობის თანამშრომელი

აღწერა

"GASTRONOME GROUP" დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით. სულ ცოტა ხნის წინ კი მომხმარებელს შევთავაზეთ, ახალი ქვებრენდი Brunch By Gastronome, რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურად გასტრონომის პროდუქციით შექმნილ Take away მენიუს სთავაზობს. ვებგვერდზე: https://gastronome.ge/ Facebook: https://www.facebook.com/gastronomegroupgeo Instagram: https://www.instagram.com/gastronome_georgia/ GASTRONOME-ის გუნდში ვეძებთ თანამშრომელს ფილიალის საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** პროდუქციის მიღება-განაწილების პროცესის უზრუნველყოფა ** ერთგვაროვანი პროდუქტის ერთად დასაწყობება ** გაუნაწილებელი და ვადამდე ჩამოწერილი პროდუქციის დასაწყობება ** დაბრუნებული პროდუქციის მიღება-დასაწყობება და პროდუქციის მომწოდებლებისთვის გაცემის პროცესის დროული უზრუნველყოფა ** პროდუქციის დატვირთვისა და გადმოტვირთვის პროცესში მონაწილეობის მიღება ** შიდაგანაწესის და ქცევის ზოგადი წესების დაცვა მოთხოვნები: სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება უნარ-ჩვევები: ** ორგანიზებულობა ** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი ** დროის მართვის უნარი საწყისი ანაზღაურება: 1100 ლარი (3 თვის შემდეგ საბონუსე სქემაში ჩართვა) სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა: 3 თვის შემდეგ, კომპანიის დაფინანსებით სამუშაო ადგილი: ისანი-სამგორის რაიონი (ნადარეიშვილის ქუჩა) გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 5 ივლისამდე შემდეგ მისამართზე: [email protected]. სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებებს! აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს სილქ გასტრონომი) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მოლარე
გასტრონომი
თბილისი 1200₾ დედლაინი: 1 დღეში

მიმტანი
გასტრონომი
თბილისი 1000₾ დედლაინი: 2 კვირაში

კონსულტანტი
გასტრონომი
თბილისი 1200₾ დედლაინი: 3 კვირაში

მოლარე - ღამის ცვლა
გასტრონომი
თბილისი 1300₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


გასტრონომი

ანაზღაურება


1,100₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო