აღწერა

"Gastronome Group" დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით "Kitchen and Living by Gastronome" და ოთხი რესტორნით. სულ ცოტა ხნის წინ კი მომხმარებელს შევთავაზეთ, ახალი ქვებრენდი "Brunch By Gastronome", რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურად გასტრონომის პროდუქციით შექმნილ Take away მენიუს სთავაზობს. ვებგვერდზე: https://gastronome.ge/ Facebook: https://www.facebook.com/gastronomegroupgeo Instagram: https://www.instagram.com/gastronome_georgia/ "Gastronome"-ის გუნდში ვეძებთ თანამშრომელს მოლარის პოზიციაზე ფილიალის ადგილმდებარეობა: წყნეთი, რუსთაველის ქ. 23 ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი (3 თვის შემდეგ) ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება კანონმდებლობის შესაბამისად. სტაჟირება: 1 კვირა (ანაზღაურებადი) სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (8 საათიანი) დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა: 3 თვის შემდეგ ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლებთან ურთიერთობა ** გაყიდული პროდუქციის ფასის გადამოწმება ** გაყიდული პროდუქციის გატარება ** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას პროცედურების სრული დაცვა ონლაინ შეკვეთების მიღება და კონსულტანტებისთვის გადაცემა ** საქონლის უკან დაბრუნებისას ფინანსური საბუთების სრულყოფილად შექმნა ** ელექტრონული ანგარიშფაქტურის და ზედნადების გამოწერა ** მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა ** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მოლარის პოზიციაზე ** უმაღლესი განათლება ** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ** კომუნიკაციის გამორჩეული უნარი ** დეტალებზე ორიენტირებული ** ორგანიზებული გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 20 ივნისამდე შემდეგ მისამართზე: [email protected] სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებებს! აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს სილქ გასტრონომი) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მოლარე
სამორინე ამბასადორი
თბილისი დედლაინი: 3 საათში

მოლარე
Casino Princess Batumi
ბათუმი დედლაინი: 3 დღეში

მოლარე
ზე ხაჭაპური კომპანი
თბილისი 1300₾ დედლაინი: 1 კვირაში

მოლარე
ლიბერთი ბანკი
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

მოლარე
პრომეტალი
თბილისი 1000₾ დედლაინი: 1 კვირაში

მოლარე
ატელიე აუთლეტი
თბილისი 800₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


გასტრონომი

ანაზღაურება


1,200₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო