დეკორატიული კოსმეტიკის კონსულტანტი

აღწერა

კომპანია და მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" 2009 წლიდან ერთგულად ემსახურება მომხმარებელს, 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით 210-მდე ფილიალით და 1500-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენილი. კომპანიისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი ზრდა და განვითარება დღიდან დაარსებისა მთავარი ღირებულებაა. "სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან თავისა და სახლის მოვლის საშუალებებსა და პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტული ფასი, გამორჩეულად საინტერესო აქციები და მომსახურება. გაგვიცანი უფრო ახლოს: http://www.ch.ge "სუფთა სახლი" აცხადებს დეკორატიული კოსმეტიკის კონსულტანტის ვაკანსიას ქ.თბილისის ფილიალებში. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი (დიდი დიღომი / საბურთალო / გურამიშვილი) სამუშაო განაკვეთი: თვეში 15 დღე, ცვლებში ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი ჩვენთან დაგხვდებათ: ** მსუბუქი და კომფორტული სამუშაო ** პროფესიული და პიროვნული განვითარება - ტრენინგები, მასტერკლასები, დაწინაურება ** კეთილგანწყობილი გუნდი და კომფორტული სამუშაო სივრცე ** ჯანმრთელობის უფასო დაზღვევა ** ხელფასის მატება და ბონუსები ფუნქცია-მოვალეობები: ** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით, ** პროდუქციის თაროებზე განაწილება და მოწესრიგება, ** წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი, ** არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის. უნარები რასაც კომპანიაში ვაქცევთ ყურადღებას არის: ** კომუნიკაბელურობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** განვითარებაზე ორიენტირებული. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ ეს აპლიკაცია: https://forms.gle/WxejGT5gJX5Cf4xf8 ან გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი თანამდებობა "დეკორატიული კოსმეტიკის კონსულტანტი", კომპანია თავად დაგიკავშირდებათ. მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც სს "სუფთა სახლი"- სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სს "სუფთა სახლ"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების სს "სუფთა სახლი"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სს "სუფთა სახლ"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მძღოლი
ეროვნული ბოტანიკური ბაღი
თბილისი 126350₾ დედლაინი: 2 კვირაში

მეეზოვე
ეროვნული ბოტანიკური ბაღი
თბილისი 126350₾ დედლაინი: 2 კვირაში

გაყიდვების დირექტორი
ბესტ დისტრიბუშენ
თბილისი 2500₾ დედლაინი: 2 დღეში

კომპანია


სუფთა სახლი
დედლაინი
6 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო