აღწერა

"საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო- კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება და დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა. მისი მისიაა საქართველოსა და კავკასიის მცენარეთა მრავალფეროვნების კვლევა, კონსერვაცია, სხვადასხვა კლიმატური სარტყლის მცენარეების ინტროდუქცია და ქვეყნის კულტურული ფლორის, სამკურნალო-არომატული და დეკორატიული მცენარეების კოლექციების შექმნა, მათი თანამედროვე პრინციპებით მართვა და ეფექტური დემონსტრირება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ამ გზით ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ხელშეწყობა. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიზანია საქართველოს მოსახლეობა აფასებდეს და იცავდეს ქვეყნის გამორჩეულ მცენარეულ მრავალფეროვნებას. ორგანიზაცია ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს (BGCI) და ხმელთაშუაზღვის რეგიონის ფიტოტაქსონომიური კვლევის ორგანიზაციის (OPTIMA) ინსტიტუციური წევრია. ბოტანიკურ ბაღს მინიჭებული აქვს მორტონის არბორეტუმის III კლასის აკრედიტაცია. დღეისათვის საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღში დასაქმებულია 200-მდე ადამიანი. ა (ა)იპ "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სამუშაო საათი კვირაში), ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30, შესვენება 13:00-14:00 ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ბოტანიკურის ქ. #1 ანაზღაურება: 1263.50 ლარი (დარიცხული თანამდებობრივი სარგო)* *შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები. ფუნქცია მოვალეობები: ** სატრანსპორტო საშუალების მართვა; ** მასზე მინდობილი სატრანსპორტო საშუალების მოვლის/ექსპლუატაციის უზრუნველყოფა. ** მანქანის ტექნიკური მონიტორინგი და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება; ** საწვავის წვის მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელისთვის; ** საჭიროების შემთხვევაში კომპეტენციის ფარგლებში ექსპედიციებში მონაწილეობის მიღება; ** ბაღის ტერიტორიაზე ვიზიტორთა გადაადგილების უზრუნველყოფა ელექტრომობილის საშუალებით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საგზაო მოძრაობის და უსაფრთხოების წესების ცოდნა; ** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა; ** უპირატესობად ჩაითვლება D კატეგორიის ავტომობილის მართვის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** პუნქტუალურობა; ** ორგანიზებულობა. უნარები: ** დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობა. ჩვენ გთავაზობთ: სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს; შერჩევის მეთოდები: ** სატელეფონო გასაუბრება; ** ინდივიდუალური გასაუბრება. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. რეზიუმეს წარმოდგენის ბოლო ვადა 19.07.2024 ** პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება ა (ა)იპ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკური ბაღის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404405960) მიერ, რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადისა. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე [email protected]. ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მეეზოვე
ეროვნული ბოტანიკური ბაღი
თბილისი 126350₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


ეროვნული ბოტანიკური ბაღი

ანაზღაურება


126,350₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო