დირექტორის მოადგილე

აღწერა

"საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება და დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა. მისი მისიაა საქართველოსა და კავკასიის მცენარეთა მრავალფეროვნების კვლევა, კონსერვაცია, სხვადასხვა კლიმატური სარტყლის მცენარეების ინტროდუქცია და ქვეყნის კულტურული ფლორის, სამკურნალო-არომატული და დეკორატიული მცენარეების კოლექციების შექმნა, მათი თანამედროვე პრინციპებით მართვა და ეფექტური დემონსტრირება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ამ გზით ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ხელშეწყობა. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიზანია საქართველოს მოსახლეობა აფასებდეს და იცავდეს ქვეყნის გამორჩეულ მცენარეულ მრავალფეროვნებას. ორგანიზაცია ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს (BGCI) და ხმელთაშუაზღვის რეგიონის ფიტოტაქსონომიური კვლევის ორგანიზაციის (OPTIMA) ინსტიტუციური წევრია. ბოტანიკურ ბაღს მინიჭებული აქვს მორტონის არბორეტუმის III კლასის აკრედიტაცია. დღეისათვის საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღში დასაქმებულია 200-მდე ადამიანი. ა (ა)იპ "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სამუშაო საათი კვირაში) ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 შესვენება 13:00-14:00 ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ბოტანიკურის ქ. #1 ანაზღაურება: 3990 ლარი (დარიცხული თანამდებობრივი სარგო)* *შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები. სამუშაოს ზოგადი აღწერა: ** ორგანიზაციის სტრატეგიული პოლიტიკის, პროცედურების და მიზნების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება; ** ორგანიზაციის ძირითადი მიზნებისა და ამოცანების შესრულების კონტროლი; ** დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; ** ორგანიზაციის ფინანსური რესურსის და ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, განხორციელების კონტროლი; ** ორგანიზაციის ინფრასტრუქტურულ პროექტების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და განხორციელების კონტროლი/მენეჯმენტი; ** ორგანიზაციის სამეურნეო და მატერიალური მომარაგების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და განხორციელების მონიტორინგი; ** სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმების შესახებ ანალიზის მომზადება; ** სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმების შესრულების კონტროლი და შესაბამისი ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელისთვის; ** ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და მომავლისთვის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბიზნესის მართვის, მენეჯმენტის ან საჯარო მმართველობის სფეროში (ასევე მისაღებია ეკონომიკა, ფინანსები და იურიდიული საქმიანობის სფერო); ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** სასურველია საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია) ** MS Office (Word, PTT) საბაზისო დონეზე ცოდნა, Excel - ექსპერტული ცოდნა. პიროვნული უნარები: ** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** პრიორიტეტების განსაზღვრისა და დაგეგმვის უნარი; ** გუნდის მართვის უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** დავალებებისა და ფუნქციების დელეგირების უნარი; ** უკუკავშირის გაცემის უნარი; ** სიახლეების სწრაფი დანერგვის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს. შერჩევის მეთოდი: ინდივიდუალური გასაუბრება. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) და დამსაქმებლის სარეკომენდაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected]. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. რეზიუმეს წარმოდგენის ბოლო ვადა 24.07.2024 ** პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება ა (ა)იპ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკური ბაღის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404405960) მიერ, რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადისა. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე [email protected]. ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

გენერალური დირექტორის მოადგილე
მადარტ დელივერი
თბილისი 3000₾-4000₾ დედლაინი: 3 კვირაში

დირექტორის თანაშემწე
თბილპოლიმერი
თბილისი დედლაინი: 4 დღეში

დირექტორის ასისტენტი - გაყიდვები
კომპანია
თბილისი 1500₾-170070₾ დედლაინი: 3 კვირაში

დირექტორის ასისტენტი
სილქნეტი
თბილისი 1400₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


ეროვნული ბოტანიკური ბაღი

ანაზღაურება


3,990₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო