აქცია ოზურგეთში

11.08.2021 01:16

საპროტესტო აქცია გაიმართა ოზურგეთში, ყოფილი საკონსერვო ქარხნის ტერიტორიაზე.

აღნიშნული კომპანიის მეწილეები ამბობენ, რომ შპს „იზაბელა 2“-ის შესყიდვიდან  25 წელი გავიდა, წილების გადანაწილება კი ამ დრომდე არ დასრულებულა და არც დივიდენდები მიუღიათ. ისინი შპს „იზაბელა 2“-ის დირექტორს კომპანიის გაყიდვას, მათი კუთვნილი წილის მიღებას ან შესაბამის ანაზღაურებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციების მოწყობას გეგმავენ. კომპანიის ხელმძღვანელს   აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub