აქცია ოზურგეთში
ოზურგეთში ფქვილის გადამამუშავებელი საწარმოს, „გურია ექსპრესის“ თანამშრომლები გაიფიცნენ. აქციის მონაწილეები ხელფასების მომატებას, ჯანმრთელობის დაზღვევას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. საწარმოში დასაქმებულები ადმინისტრაციის მხრიდან დამამცირებელ მოპყრობაზეც საუბრობენ. „გურია ექსპრესის“ თანამშრომლებმა უფლებების დაცვის მიზნით ადვოკატი უკვე აიყვანეს და კომპანიასთან სამართლებრივი დავის დაწყებას არ გამორიცხავენ. კომპანია „გურია ექსპრესის“ იურისტის ინფორმაციით, გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნები საწარმოს ადმინისტრაციისთვის ცნობილია და ამ დროისათვის მათი უმრავლესობაც გადაჭრილია. რაც შეეხება თანამშრომელთა მთავარ მოთხოვნას, ხელფასების მომატებას, იურისტის თქმით, საკითხი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. გაფიცული თანამშრომლები მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებამდე სამუშაო პროცესის აღდგენას არ აპირებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აქცია ოზურგეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია ოზურგეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია ოზურგეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია ოზურგეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია ოზურგეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია ოზურგეთში
archevnebi ge
აქცია ოზურგეთში
Guriis Moambe
აქცია ოზურგეთში
Guriis Moambe