ქალაქ მარნეულში სამი ახალი მუნიციპალური ავტობუსი დაინიშნა

05/31/2016
Municipality of Marneuli-ის მიერ

მარნეულის მუნციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ მიმდინარე წელს შეძენილი სამი HIGER BUS, KLQ6770G მარკის ავტობუსი, მარნეულის შიდა ხაზზე დაინიშნა, რომელიც სოფელ ყიზილაჯლო – რკინიგზის გადასასვლელი მიმართულებით იმოძრავებს.
ახალი კომფორტული ავტობუსებით მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგბელმა მერაბ თოფჩიშვილმა, საკრებულოს თავჯდომარე ნაბი აბდულაევთან, შ.პ.ს „ავტო პარკის“ დირექტორ გრიგოლ ჯალაღონიასთან, საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავჯდომარე ამირან გიორგაძესთან, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირებთან და მოსახლეობასთან ერთად იმგზავრა, სადაც მოუსმინა მგზავრთა საჭიროებებს და მისი კომპეტენციის ფარგლებში სწრაფ რეაგირებას დაპირდა.
ავტობუსი აკმაყოფილებს ყველა იმ პირობას, რაც მოქალაქეების კომფორტული გადაადგილებისთვის არის საჭირო.
ვრცლად იხილეთ: http://www.marneuli.gov.ge/

ვიდეოები „Municipality of Marneuli"-ისგან