პარტიების საარჩევნო გზავნილები და რიტორიკა


ერეკლე მეორე - მეფე, რომელიც საქართველოს თითქმის სამი საუკუნის წინ მართავდა, 2024 წელს ისევ განხილვის საგანია.

„პატარა კახს“ ბოლო პერიოდში ხშირ შემთხვევაში ოპოზიციის მოქმედი და ყოფილი წევრები რუსეთთან გაფორმებული გეორგიევსკის ტრაქტატის გამო მწვავედ აკრიტიკებენ. ამჯერად საკითხი ხელისუფლების ინიციატივამ გაააქტიურა, რომლის მიხედვითაც ქვეყნისთვის თავდადებული მეფის ძეგლი კახეთის გზატკეცილზე უნდა დაიდგას. გარდა იმისა, რომ მმართველი პარტიის გადაწყვეტილება წინასაარჩევნო სვლად უკვე შეფასდა, ოპონენტთა ნაწილი ერეკლე მეორეს ისევ აკრიტიკებს და უფრო მეტიც პრორუსულობაში ახლა სრულად კახეთის რეგიონს ადანაშაულებს. თუმცა, არჩევნების მოახლოების პარალელურად შეიცვალა ოპოზიციის მეორე ნაწილის მწვავე რიტორიკა. მათმა ერთმა ჯგუფმა დღეს შედარებით თავშეკავებული განცხადებების გაკეთება არჩია. მმართველ გუნდში კი, სადაც ერეკლე მეორის ღვაწლზე დღეს არაერთხელ ისაუბრეს, ოპოზიციას ისტორიის გადაკითხვა ურჩიეს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან