„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქცია

27.10.2021 11:58

საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ნაწილი - მმართველმა პარტიამ საკუთარი მხარდამჭერები დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრიბა. მუსიკალური ნომრები, ლიდერების სიტყვით მიმართვები და მთავარი გზავნილები არჩევნების მეორე ტურის წინ - ასეთი იყო ერთსაათიანი აქცია, რომელსაც თავად „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო შემაჯამებელ შეკრებას უწოდებს. თავისუფლების მოედანზე შეკრებილებმა სულ ექვსი გამოსვლა მოისმინეს. ამომრჩევლებს მიმართეს პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტიის თავმჯდომარემ, თბილისის და რუსთავის მერობის კანდიდატებმა და ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა. მაქსიმალური მობილიზება შაბათს საარჩევნო ყუთებთან და უარი „ნაციონალურ მოძრაობას“, - ასეთი იყო გამოსვლების მთავარი აქცენტები. გამოსვლებს თან სდევდა თითქმის ყველა ლიდერის განსაკუთრებით მწვავე რიტორიკა ყოფილი მმართველი პარტიის მისამართით. სცენიდან მიმართეს ციხეში მყოფ ყოფილ პრეზიდენტსაც. მობილიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით - აქციაზე დასასწრებად მოქალაქეები ყველა რეგიონიდან შეიკრიბნენ. ოპოზიციის დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ აქციაზე ხალხი იძულებით მიიყვანეს.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქცია
04:34

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქცია
01:31

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქცია
06:27

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქცია - პრემიერ-მინისტრის განცხადება
11:41

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქცია - პრემიერ-მინისტრის გან...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქცია დასრულდა
09:27

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქცია დასრულდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქცია - შეფასებები
01:47

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქცია - შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქცია - ოპონენტების განცხადებები
02:58

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქცია - ოპონენტების განცხადებ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქცია - კახა კუჭავას განცხადება
07:20

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქცია - კახა კუჭავას განცხადე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო