გერმანიაში დასაქმების პროგრამით წასული საქართველოს მოქალაქეები გათენებისას სამშობლოში დაბრუნდნენ
გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამით წასული საქართველოს მოქალაქეები გათენებისას სამშობლოში დაბრუნდნენ. ისინი 24 ივნისს უნდა გამოფრენილიყვნენ, თუმცა პსრ ტესტის პასუხის დაგვიანებით მისვლის გამო, კიოლნის აეროპორტში ჩარჩნენ. მათი დაბინავება და ბილეთების გადაცვლა გერმანიაში საქართველოს საელჩომ უზრუნველყო, რის გამოც მოქალაქეებმა ლევან იზორიას მადლობა გადაუხადეს, თუმცა აღნიშნეს, რომ მანამდე მათ არანაირ ყურადღებას არ აქცევდნენ. ამიტომ, ისინი საქართველოს დასაქმების სააგენტოსა და გერმანელი დამსაქმებლების წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას აპირებენ. საქართველოს 24 მოქალაქე გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმების სახელმწიფო პროგრამით 9 მაისს გაემგზავრა. ადგილზე ჩასულები ღირსების შემლახველ და არაადამიანურ საცხოვრებელ პირობებში აღმოჩნდნენ. ამასთან, დამსაქმებელი მათ კონტრაქტით გათვალისწინებულზე გაცილებით დაბალ ანაზღაურებას უხდიდა. მოგვიანებით საქართველოს მოქალაქეები გერმანულმა მხარემ სხვა დამსაქმებელთან გადაიყვანა, თუმცა ანაზღაურების პრობლემა ამ შემთხვევაშიც შეექმნათ. სამშობლოში დროზე ადრე დაბრუნების გადაწყვეტილება, ჯგუფის 11-მა წევრმა მიიღო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#მოამბე 21 საათზე, 19 მაისი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გერმანიაში დასაქმებულთა სამუშაო პირობები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გერმანიაში დასაქმებულების სასამართლო დავა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულთა პრობლემები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულების მდგომარეობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულთა პრობლემები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულთა პრობლემები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გერმანიაში სამუშაოდ წასული ქართველების სამუშო პირობები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster