ხისა და ლითონის ხელოვნების ნიმუშები ზუგდიდელი ოსტატისგან
პროფესიით მხატვარი ზუგდიდელი თენგიზ მიქენაია, წლებია, ხეზე და ლითონზე მუშაობს. ამზადებს ავეჯს, საეკლესიო ნივთებს, მუშაობს ჭერისა და იატაკის მოპირკეთებაზე, აკეთებს სამკაულებსა და დეკორატიულ ნივთებს. გრავიურის ხელოვნებას 5 წლის წინ დაეუფლა და მას შემდეგ ათეულობით უნიკალური ნამუშევარი შექმნა. ამბობს, რომ ლითონზე კვეთა სიზუსტეს, უდიდეს მოთმინებასა და ფანტაზიას მოითხოვს. მის ნაკეთობებში ხე და ლითონი ჰარმონიულად ქმნის ერთიან კომპოზიციას. "არ არსებობს საქმე, რომელსაც მოსტუმრების მიზნით ვიწყებ. ზოგჯერ მუშაობისას დრო ისე გადის, გარშემო ვერაფერს ვგრძნობ, გარე სამყაროს ვარ მოწყვეტილი. ჩემთვის თითოეული ნამუშევარი ერთნაირად საყვარელი და საინტერესოა. სიყვარულის გარეშე არაფერი გამოგივა", - ამბობს თენგიზ მიქენაია. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ნამუშევარს მაინც გამოარჩევს. მისთვის ყველაზე ძვირფასი გრავირებული დანებია, რომელთა შექმნაში უდიდესი დრო და ენერგია ჩადო. გვიყვება, რომ თითოეულ მათგანზე მიკროსკოპის ქვეშ იმუშავა. ორნამენტები, რომლებსაც დანებზე ვხედავთ, ქართული ხასიათისაა და ძირითადად, ვაზის მოტივებზეა შექმნილი. "განსაკუთრებულად მიყვარს დანები, რომ მითხრან, მომყიდეო, შეიძლება, ვერ გავიმეტო. გასაყიდად იმიტომაც ვერ ვიმეტებ, რომ მისი ღირებულების ნახევრადაც ვერ გაიყიდება ჩვენს ქვეყანაში. გავყიდე რამდენიმე ნამუშევარი და დღესაც ვნანობ", - გვიყვება მხატვარი. მისი ნამუშევრების ნახვა ცაიშის, ვლაქერნის და ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრებსა და სხვა ეკლესიებში არის შესაძლებელი. გარდა ამისა, ოსტატის ბევრი ნაკეთობა კერძო საკუთრებაშია. მისთვის ხეზე და ლითონზე მუშაობა ერთნაირად საინტერესოა, უპირატესობას მაინც ლითონს ანიჭებს და ნანობს, რომ მისით გვიან დაინტერესდა. "ვინც ხეზე მუშაობს, მისთვის, თითქოს, ძნელი არ უნდა იყოს ლითონზე მუშაობა, თუმცა ეს ასე არ არის. ძალიან გამიჭირდა და უცხოელი მეგობრები დამეხმარნენ. უკვე ჩემს მიერ შექმნილ მინიატურულ გრავიურაზე დეტალები თვალით არ ჩანს, მიკროსკოპის ქვეშ უნდა ნახო ნახატები, რომ გაარჩიო... აი, თუ მიკროსკოპის ქვეშ არ ნახე შეცდომა, ჩათვალე, რომ კარგი ნამუშევარია", - განმარტავს გრავიორი. ოსტატი წუხს, რომ გრავირების ხელოვნებით ახალგაზრდები ნაკლებად ინტერესდებიან. ოცნებობს, ისეთი სახელოსნო ჰქონდეს, სადაც მოსწავლეების მიღებას და ცოდნის მომავალი თაობისთვის გაზიარებას შეძლებს. რადიო "ათინათი" Website:http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Twitter:https://twitter.com/Atinati1059 https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
10 ყველაზე საშიში ცივი იარაღი
bii hehe
MOE: ბრიფინგი საახალწლო ნაძვის ხისა და სხვა წიწვოვანი მცენარ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
თბილისის ნაძვის ხისა და რუსთაველის საახალწლო დეკორაციების ავ...
TV IMEDI
ერევანი: ახალი წელი ნაძვის ხისა და დეკორაციების გარეშე
JAMnews ქართულად
განათლების და სოფლის მეურნეობის მინისტრები გურჯაანში
ტელეკომპანია თანამგზავრი
#ნაშუადღევს ხე, თიხა და ოჯახი - შემოქმედებითი ტანდემი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
წყალტუბოში სტიქიის შემდგომი სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სპორტული სუნამო მათთვის, ვისაც უყვარს Terre d’Hermès
CIEL • სიელი