მერაბ ოდიშარია გარდაიცვალა


72 წლის ასაკში მუსიკისმცოდნე და ტელეწამყვანი მერაბ ოდიშარია გარდაიცვალა. ის 70-იან წლებიდან სხვადასხვა რედაქციაში მუშაობდა, წლების განმავლობაში კი მუსიკალურ-გასართობი პროგრამების შემოქმედებითი გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი იყო და რამდენიმე ათეული წელი მიჰყავდა მუსიკალური გადაცემები. მათ შორის - „და არს მუსიკა...“, „პროფესიონალები და მელომანები“.

1998 წლიდან მერაბ ოდიშარია მეორე არხის გენერალური დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. ბოლო წლებში კი საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელერადიო მუზეუმს ხელმძღვანელობდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან