საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის დეპუტატების შერჩევა დასრულდა


საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის 2014 წლის მოწვევის დეპუტატების შერჩევა დასრულებულია. შემოსული 2 000--მდე აპლიკანტიდან მეორე ეტაპზე 375 გავიდა,რომელთაგან სპეციალურმა კომისიამ 100 ახალგაზრდა შეარჩია. ისინი ერთი წლის განმავლობაში ახალგაზრდა პარლამენტარის მანდატს მოირგებენ,იმუშავებენ საკანონმდებლო წინადადებებზე და განახორციელებენ პროექტებს, რომლებიც ორიენტირებული იქნება გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდისა და ახალგაზრდული პრობლემების აღმოფხვრისკენ.
შერჩეული 100 ახალგაზრდა გადანაწილდება 10 კომიტეტში და მუშაობას მაისის თვიდან დაიწყებს. ახალგაზრდულ პარლამენტში კახეთის რეგიონიდან წარმოდგენილი იქნება 3 მონაწილე. დღეს „ახალი ამბები\" პარლამენტის ერთ-ერთ წევრს, ნოდარ ეჟიშვილს, გაგაცნობთ.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1hVEZR2

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან