ბლოკირებული სპიკერატი და ჩაშლილი სხდომა - ოპოზიციამ რუსი გავრილოვი პარლამენტიდან გააგდო
(ახალი ამბები 20.06.2019) მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მეორე დღის ღონისძიება, რომელსაც რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა, ხმაურიანი პროტესტის შემდეგ ჩაიშალა. ოპოზიცია პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეიჭრა და ერთადერთი მოთხოვნა დააყენა- დატოვოს პარლამენტი და ქვეყანა ოკუპანტი რუსეთის დეპუტატმა, რომელმაც დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი მოირგო და სხდომას რუსულ ენაზე უძღვებოდა. ამ მოთხოვნით ასამბლეის სხდომაზე შესვენების დროს - ევროპული საქართველოს და ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სპიკერატი დაიკავეს და განაცხადეს, რომ რუს დეპუტატებს დარბაზში არ შეუშვებენ. პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლისა და სპიკერატის ბლოკირების გამო ოპოზიციონერ კოლეგებს პირველები პატრიოტთა ალიანსის წევრები დაუპირისპირდნენ. ადა მარშანია სერგეი გავრილოვისთვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამის გათავისუფლებას და სხდომის გაგრძელებას ითხოვდა. რასაც ოპოზიციის მხრიდან შეძახილები არა მარტო სპიკერატიდან არამედ მედიისთვის განკუთვნილი ლოჟიდანაც მოჰყვა. ევროპული საქართველოს წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ბანერებიც გადმოფინეს წარწერით რუსეთი კლავს. ამის შემდეგ სპიკერატი ოპოზიციამ სრულად დაიკავა, ევროპულ საქართველოს ნაციონალური მოძრაობაც შეუერთდა. დარბაზის გარეთ კი პროტესტი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა გააგრძელეს. ამ ყველაფერს ყურადღებით ადევნებდნენ თვალს დარბაზში მყოფი სესიის მონაწილე უცხოელი დელეგატები. გამოიწერეთ ჩვენი არხი და იყავით აქტუალური მოვლენების ეპიცენტრში: https://goo.gl/anfTFi
Tv Kavkasia-ის სხვა ვიდეოები
რა ფულიც არ უნდა დახარჯოს ივანივილმა, როგორც არ უნ...
როგორც კი სანდრა მოიგებს, ივანიშვილის ბუნდღი აღარ...
ივანიშვილი რომ ბიზნესს იბარებს და საქმეებს არჩევს,...
ვიძახოთ ახლა, კარგი კაცია თუ ცუდი სერგეენკო, თუ კა...
„შეიძლება სალომე ზურაბიშვილი იყოს ის პრეზიდენტი, რ...
"ივანიშვილს წარმოდგენა არ აქვს სახელმწიფოს მართვაზ...
პროტესტი და უხერხულობები პრეზიდენტის მიერ ორგანიზე...
სუს-ში მიმსვლელი არ ვარ, ცდილობენ გამანადგურონ, მა...
მსგავსი ვიდეოები
პარლამენტში შეჭრა, ხელჩართული ბრძოლა სასესიო დარბაზში, შეწყვ...
TV IMEDI
ტაივანის სრუტეში ვითარება იძაბება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბარიკადები ვაკის პარკში და აქტივისტების 24-საათიანი მორიგეობ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბლოკირებული გამშვები პუნქტები პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი 9 | ბლოკირებული ტელევიზია | 19.05.12
GeoArchive
სუსი-ს ბლოკირებული შესასვლელები და ევაკუატორებით წაყვანილი მ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
მიხეილ სააკაშვილი ბლოკირებული მანქანიდან მომხრეებმა გაათავის...
POS TV
ერაყში აქტივისტებს ხიდები და გზები აქვთ ბლოკირებული
PalitraNews