პროექტი „საქართველო - ღვინის სამშობლო"
მას შემდეგ, რაც მსოფლიო ღვინის საზოგადოებებმა საქართველო ღვინის სამშობლოდ ოფიციალურად აღიარეს, პროექტმა „საქართველო ღვინის სამშობლომ“ ქართული ღვინის ისტორიის შესახებ ორი საერთაშორისო გამოფენა გამართა. პირველ ექსპოზიციას ღვინის ცივილიზაციის უმნიშვნელოვანესი ცენტრი - ბორდო მასპინძლობდა. 2017 წელს გამართული ეს გამოფენა ქართული ღვინის აღიარების გზაზე საეტაპო მნიშვნელობის იყო. 2019 წელს პროექტი „საქართველო ღვინის სამშობლო“ ტოკიოს ეწვია და ამომავალი მზის ქვეყანაში ქართული ღვინის ისტორიას დამთვალიერებლები 2 თვის განმავლობაში ეცნობოდნენ. ამგვარი საერთაშორისო ღონისძიებები ქართული ღვინის ისტორიისა და ზოგადად ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის უდიდესი მნიშვნელობისაა. და ეს მხოლოდ დასაწყისია. #საქართველოღვინისსამშობლოა
მსგავსი ვიდეოები
ქართული გამოფენით იაპონური მედია დაინტერესდა.
Georgia Cradle of Wine
0
საქართველო ღვინის სამშობლო - იაპონია
Georgia Cradle of Wine
თავის დრო#04 - ომის ეკონომიკური შედეგები და ინფლაცია საქართვ...
თავის დრო
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპონატები ტოკიოში
Georgia Cradle of Wine
#14. ზემო ხოდაშნის დედათა მონასტერი - #14. Zemo Khodasheni M...
Soso Mikeladze Official
ღვინის გზა - სერია 2
Noukoiur
ღვინის გზა - სერია 35
Noukoiur