საინვესტიციო კლიმატი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში
ოფიციალური ვაშინგტონი საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს აფასებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში დადებით ტენდენციებთან ერთად შენიშვნებიც იკითხება. პოზიტიურად ფასდება ბიზნესის დასაწყებად შექმნილი პირობები, საგადასახადო პოლიტიკა და საერთაშორისო რეიტინგები, სადაც ქვეყანა რეგიონში მოწინავე პოზიციას იკავებს. მთავარ გამოწვევად კი სასამართლო სისტემა, გაჭიანურებული ბიზნეს-დავები და ინვესტორების მხრიდან სასამართლო სფეროსადმი ნდობის ნაკლებობა სახელდება. კერძოდ, დოკუმენტის ავტორთა აზრით, პრობლემაა კომერციულ საქმეებზე კომპეტენტური გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად და დროულად გამოტანა და ზოგიერთი საქმის წლობით განხილვა. სწორედ ამ ნაწილზე აკეთებს მთავარ აქცენტს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტთა აზრით, მთავრობამ ვაშინგტონიდან სერიოზული გზავნილები მიიღო, რაც სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმირების აუცილებლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. მმართველი გუნდი კი მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ შენიშვნებს სასამართლო რეფორმის მომდევნო ტალღის დაანონსებით პასუხობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელშიც საქართვ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
რა წერია საქართველოზე აშშ-ის სახელმნწიფო დეპარტამენტის მიერ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საინვესტიციო კლიმატის ანგარიშ...
TV IMEDI
საინვესტიციო კლიმატი ქვეყანაში
Radio Commersant