აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში


ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს.
სტრატეგიული პარტნიორის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარია საქართველოზეც და ნათქვამია, რომ ქვეყანა ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატით რეგიონში გამორჩეულია. ანგარიშში საქართველოს მთავარ პრობლემად დასახელებულია სასამართლო სისტემა და საუბარია ბიზნეს დავების წლობით გაჭიანურებაზე. საკმაო მოცულობის დოკუმენტში ნახსენებია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაც და საუბარია წინა ხელისუფლების პირობებში ქონების სავარაუდო იძულებითი წესით გადაცემაზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაზეც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აქცენტია გაკეთებული, სანქციებია. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად. ანგარიშის შეფასებისას მმართველი გუნდში აცხადებენ, რომ არსებული ჩანაწერით, სანქციებთან დაკავშირებით მთავრობის პოლიტიკის მართებულობა დადასტურდა. რაც შეეხება ხელისუფლების ოპონენტებს, რომლებიც მთავრობას სანქციების გვერდის ავლაში აქტიურად ადანაშაულებდნენ, დღეს ყურადღებას სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე ამახვილებენ. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან