მართლწესრიგის ოფიცრები თბილისში


თბილისში დღეიდან მართლწესრიგის ოფიცრები იწყებენ მუშაობას.  ინსტიტუტი წარმოადგენს კრიმინალური პოლიციის ახალ დანაყოფს, რომელმაც ეტაპობრივად, სრულად უნდა ჩაანაცვლოს კრიმინალური პოლიციის საუბნო მიმართულება და უბნის ინსპექტორის მოძველებული ინსტიტუტი. უწყების ცნობით, მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია.

„წარმოდგენილი მართლწესრიგის ოფიცრების შერჩევა მოხდა არსებული თანამშრომლებიდან, მათ რამდენიმეთვიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს და დღეიდან დაიწყეს მუშაობა თბილისის კრიმინალური პოლიციის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში.

პარალელურად, ღია კონკურსის მეშვეობით მოხდა მოსახლეობიდან მართლწესრიგის ოფიცრების ვაკანსიებზე კანდიდატების შერჩევა, რომლებიც ამჟამად ინტენსიურ სწავლებასა და მომზადებას გადიან.

ეტაპობრივად, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ჯერ თბილისის მასშტაბით, ხოლო მოგვიანებით მთელს საქართველოში დაინერგება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან