შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრები სტუდენტებს შეხვდნენ
მართლწესრიგის ოფიცრები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრა გაიმართა პროექტის - „საზოგადოებასა და პოლიციას შორის ნდობის გამყარება“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს. მართლწესრიგის ოფიცრებმა ახალგაზრდებს საკუთარი ფუნქციები და მოვალეობები გააცნეს. გარდა ამისა, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, დეტალურად გასცნობოდნენ მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციის დასაკავებლად აუცილებელ პირობებსა და პროცედურებს. ოფიცრებმა სტუდენტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ინსტიტუტის, მართლქესრიგის ოფიცრის ლოგოს გამოსახულებიანი სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. პროექტის მიზანია მოსახლეობასა და პოლიციას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. პროექტის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრები მსგავს შეხვედრებს ეტაპობრივად სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთანაც გამართავენ. Facebook : / miaofgeorgia Twitter : / miaofgeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
მართლწესრიგის ოფიცრები კანტის აკადემიის მოსწავლეებს შეხვდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტროს „სისტემური განახლება“ გრძელდება
მართლწესრიგის ოფიცერი
მართლწესრიგის ოფიცრები რუსთავში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ნაშუადღევს მართლწესრიგის ოფიცერი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიები გამოცხადდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსთავში მართლწესრიგის ოფიცრები მუშაობას შეუდგნენ
შინაგან საქმეთა სამინისტრო
მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ამოქმედდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დღეიდან თბილისში მართლწესრიგის ოფიცრებმა დაიწყეს მუშაობა
შინაგან საქმეთა სამინისტრო