მართლწესრიგის ოფიცრები თბილისში
თბილისში დღეიდან მართლწესრიგის ოფიცრები იწყებენ მუშაობას. ინსტიტუტი წარმოადგენს კრიმინალური პოლიციის ახალ დანაყოფს, რომელმაც ეტაპობრივად, სრულად უნდა ჩაანაცვლოს კრიმინალური პოლიციის საუბნო მიმართულება და უბნის ინსპექტორის მოძველებული ინსტიტუტი. უწყების ცნობით, მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია. „წარმოდგენილი მართლწესრიგის ოფიცრების შერჩევა მოხდა არსებული თანამშრომლებიდან, მათ რამდენიმეთვიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს და დღეიდან დაიწყეს მუშაობა თბილისის კრიმინალური პოლიციის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში. პარალელურად, ღია კონკურსის მეშვეობით მოხდა მოსახლეობიდან მართლწესრიგის ოფიცრების ვაკანსიებზე კანდიდატების შერჩევა, რომლებიც ამჟამად ინტენსიურ სწავლებასა და მომზადებას გადიან. ეტაპობრივად, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ჯერ თბილისის მასშტაბით, ხოლო მოგვიანებით მთელს საქართველოში დაინერგება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვაკე-საბურთალოს შემდეგ მართლწესრიგის ოფიცრები ძველ თბილისშიც...
TV IMEDI
თბილისში მართლწესრიგის ოფიცრებმა მუშაობა დაიწყეს
TV IMEDI
მართლწესრიგის ოფიცრები თბილისის ქუჩებში
TV IMEDI
შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრები სტუდენტებ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
დღეიდან თბილისში მართლწესრიგის ოფიცრებმა დაიწყეს მუშაობა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
მართლწესრიგის ოფიცრები რუსთავში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისის უბნებში მართლწესრიგის ოფიცრები გამოჩნდებიან
TV IMEDI
მართლწესრიგის ოფიცრები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster