სარჩელი ევროპულ სასამართლოში

29.06.2022 01:41

„საია“-მ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“, 2021 წელს იურისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების შესაძლო უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე, ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინეს. ცნობისთვის, 2021 წლის აგვისტოსა და სექტემბერში მედიასაშუალებების მიერ გავრცელდა ინფორმაცია „სუს“-ის მიერ სავარაუდოდ მასშტაბური უკანონო ფარული მოსმენის შესახებ, სადაც აღწერილია იურისტების, სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტებისა და სხვა პირების პირადი კომუნიკაციები. იურისტების განცხადებით, სახელმწიფოს არ აქვს სავარაუდო დანაშაულის გამოძიების სურვილი. სწორედ ამ და სხვა მიზეზთა გამო, მათ საჩივრების ევროპულ სასამართლოში გაგზავნა გადაწყვიტეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: