არჩილ ტატუნაშვილის საქმე

08.12.2018 02:02

„არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ” პარალელურად კი აღნიშნული სარჩელი, რომელიც ცენტრმა „ემპათიამ" მოამზადა სტრასბურგის სასამართლომ მიიღო.

მარიამ ჯიშკარიანის ინფორმაციით, დოკუმენტაციას უკვე მიენიჭა რეგისტრაციის ნომერიც. ცენტრმა „ემპათიამ“ სარჩელი  - „არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ 2018 წლის 22 აგვისტოს გააგზავნა. სარჩელთან ერთად, სტრასბურგში მიიღეს ცენტრის მიერ მომზადებული 87-გვერდიანი კომპლექსურ-კომისიური დასკვნა, სადაც წერია, რომ 34 წლის არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში წამებით მოკლეს.

ინდივიდუალური სარჩელის გარდა, აღნიშნული მოთხოვნით, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი სარჩელიც წარადგინა იუსტიციის სამინისტრომაც.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog