საქართველო-ნიდერლანდები პირველ არხზე
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპზე ნიდერლანდებთან მატჩისთვის სრული შემადგენლობით ემზადება - გუნდს თორნიკე შენგელიაც შეუერთდა. შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდებში საქართველოს ნაკრები 14 კალათბურთელით გაემგზავრა, რომელთაგან მატჩის განაცხადში 12 მოხვდება. ნიდერლანდებისა და საქართველოს ნაკრებთა დაპირისპირება დღეს თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება - შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.