„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ანგარიშს აქვეყნებს

18.04.2019 00:52

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე,“ - პრესის თავისუფლების 2019 წლის რეიტინგში საქართველო 180 ქვეყანას შორის მე-60 ადგილზე მოხვდა. ანგარიშში წერია, რომ საქართველოს მედიაგარემო პლურალისტულია, თუმცა კვლავ ძალიან პოლარიზებული. დოკუმენტის ავტორთა განცხადებით, ბოლო წლებში გატარებულმა რეფორმებმა სიტუაცია გააუმჯობესა, თუმცა მედიასაშუალებების მფლობელები სარედაქციო პოლიტიკაში მაინც ხშირად ერევიან. „ამასთან, „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე სასამართლო დავის შედეგს დიდი ზეგავლენა ექნება. ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევების რიცხვი შემცირებულია, თუმცა იუწყებიან მუქარის შესახებ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმის გამოძიებას ჯერ დამაჯერებელი შედეგი არ მოუტანია,“ – ვკითხულობთ ანგარიშში. ყოველწლიური რეიტინგის ლიდერები ნორვეგია, ნიდერლანდები და ფინეთი არიან. ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა თურქმენეთმა და ჩრდილოეთ კორეამ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“- ანგარიში
03:35

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“- ანგარიში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„რეპორტიორი საზღვრებს გარეშე\"-  ანგარიში
02:58

„რეპორტიორი საზღვრებს გარეშე"- ანგარიში

ტელეკომპანია თანამგზავრი

საქართველოში  პრესის თავისუფლების ინდექსი მკვეთრად გაურესდა -„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“
06:46

საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი მკვეთრად გაურესდა...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

გვარამიას საქმე სავარაუდოდ პოლიტიკურია და ვითხოვთ მის გადახედვას -  „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“
06:10

გვარამიას საქმე სავარაუდოდ პოლიტიკურია და ვითხოვთ მის გადახე...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

\"ჯიჰადი ჟურნალისტების წინააღმდეგ\"
02:13

"ჯიჰადი ჟურნალისტების წინააღმდეგ"

ამერიკის ხმა

რატომ იყიდა მასკმა Twitter-ი?
12:14

რატომ იყიდა მასკმა Twitter-ი?

პირველი არხი - 42-ე პარალელი

აქცია თბილისში - გამოხმაურება
01:11

აქცია თბილისში - გამოხმაურება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

\"რეპორტიორები საზღვრების\" გარეშე სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ
02:13

"რეპორტიორები საზღვრების" გარეშე სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ

პოლიტიკური პორტალი

ყველა ვიდეო