მესაზღვრის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ შარაძე სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან პოლკოვნიკ გოჩა ჯანჯღავასთან ერთად, სასაზღვრო სექტორ „ლეკისყურეს“ ესტუმრა. პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა და უწყების შესაძლებლობების გაძლიერებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, 2020 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა: გაუმჯობესდა სასაზღვრო ინფრასტრუქტურა, სახელმწიფო საზღვარი დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვა, განვითარდა სასაზღვრო ავიაციის შესაძლებლობები და კიდევ უფრო გაღრმავდა თანამშრომლობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები დააჯილდოვა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.