სასაზღვრო პოლიციის უფროსმა მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა

20.03.2018 02:13

სასაზღვრო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კეკელიძე, მესაზღვრის დღესთან დაკავშირებით, სასაზღვრო სექტორებს - „თრუსოსა“ და „დარიალს“ ესტუმრა. თეიმურაზ კეკელიძემ აღნიშნულ სასაზღვრო სექტორებზე მომსახურე მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის დასაცავად გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. ,,სასაზღვრო სამსახურის პასუხისმგებლობა უაღრესად დიდია, ეს პროფესია ძალიან საამაყოა, რადგან წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. შესაბამისად, მე მადლობას ვუხდი თითოეულ იმ მესაზღვრეს, რომელიც პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას ქვეყნის სამსახურში. ‘’- განაცხადა თეიმურაზ კეკელიძემ. მისივე თქმით, სასაზღვრო უწყებაში მიმდინარეობს რეფორმა, რომლის მთავარი მიმართულებები განათლება და განვითარება, ასევე, პირადი შემადგენლობის კარიერული სისტემის შემდგომი დახვეწა, მესაზღვრეების სამუშაო პირობების გაუმჯობესება და საზღვარზე ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური პროექტების განხორციელებაა. ,,წელს იგეგმება დაახლოებით 4 სექტორის მოდერნიზაცია ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიის მოდერნიზება იმისათვის, რომ მოხდეს მაქსიმალური გადაფარვა საზღვრის. ყოველივე ამისთვის ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც ქვეყნის შიგნით საზღვრის დაცვაში ჩართულ უწყებებთან, ასევე ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, გამოცდილების გაზიარების, თანამშრომლობის განვითარების და რესურსების მოზიდვის მიზნით.’’ განაცხადა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა. Facebook :   / miaofgeo   Twitter :   / miaofgeorgia   Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მესაზღვრის დღე
01:13

მესაზღვრის დღე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შს მინისტრმა  და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა  მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცეს
05:31

შს მინისტრმა და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა მესაზღვრეებს პრ...

MIA Border Police

არხოტისა და შატილის ხეობის მცხოვრებლებს საჩუქრები გადასცეს
01:09

არხოტისა და შატილის ხეობის მცხოვრებლებს საჩუქრები გადასცეს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა აშშ-ის საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის სარდალს უმასპინძლა
01:34

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა აშშ-ის საზღვაო ძალების მე-6 ფლოტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს უმასპინძლა
00:36

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა საქართველოში ამერიკის შეერთებული...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ამერიკის ელჩს უმასპინძლა
00:46

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ამერიკის ელჩს უმასპინძლა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სასაზღვრო პოლიციის 2014 წლის ანგარიშის პრეზენტაცია
25:13

სასაზღვრო პოლიციის 2014 წლის ანგარიშის პრეზენტაცია

Aleksandre Tchikaidze

შსს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ზურაბ გამეზარდაშვილმათანამდებობა დატოვა
01:15

შსს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ზურაბ გამეზა...

TV Pirveli

ყველა ვიდეო