სამეფო ოჯახის სასამართლო


თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. სამეფო დავის განხილვა დაიწყო.

ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს „საქართველოს სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობას“ ედავებიან. მოდავე მხარის მტკიცებით, დავითი მათი ყოფილი სიძეა და მას სამეფო სახლის სახელის გამოყენების უფლება არ აქვს, რასაც არ იზიარებს მოპასუხე მხარე. დღევანდელ პროცესზე მოპასუხე მხარემ მოდავის წარმომავლობა ეჭქვეშ დააყენა. გაჟღერდა სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალული ბაგრატიონების ექსგუმაციის ინიციატივაც. პროცესზე აკადემიკოსი გიორგი ოთხმეზური გამოიკითხა.

შეგახსენებთ, სამეფო დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრიტანული გამოცემა „დეილი მეილის“ ჟურნალისტმა დავით ბაგრატიონ-მუხრანელი სამეფო ჯილდოების გაყიდვაში დაადანაშაულა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან