დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები თურქეთსა და სირიაში
02/10/2023
ნანგრევების ქვეშ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.
ის ქალაქ ისქენდერუნში ცხოვრობდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დამანგრეველმა მიწისძვრამ ჩვენი ოთხი თანამოქალაქე იმსხვერპლა. სტიქიით განადგურებულ 10 რაიონში გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე საათობრივად იზრდება და ამ მომენტისთვის 19 000-ს აჭარბებს. დაშავებულია 74 000-ზე მეტი ადამიანი. ნანგრევების ქვეშ მოყოლილებს 140 000-ზე მეტი მაშველი ეძებს. სამაშველო-სამძებრო ოპერაციის სიმძიმეს და შემზარავ დუმილს დროდადრო მოქალაქეთა ცოცხლად პოვნით გამოწვეული ემოციები არღვევს. დღის მთავარი მოვლენა ახალგაზრდა ქალის და მისი 10 დღის შვილის გადარჩენაა. ათასობით შენობის დანგრევის შედეგად ათიათასობით ადამიანი უსახლკაროდ არის დარჩენილი. ხელისუფლების მისამართით მათი პრეტენზიები და პროტესტი სულ უფრო მწვავდება. დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებზე არასაკმარისი რეაგირება დღეს თურქეთის პრეზიდენტმაც აღიარა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.