ცვლილებები საარჩევნო კოდექსში


კიდევ ერთი სადავო თემაა დეპუტატობის კანდიდატის მუნიციპალიტეტის დელეგატად განსაზღვრის საკითხი, რომელსაც დღეს საკანონმდებლო ორგანოში სესიაზე პირველი მოსმენით განიხილავენ. საუბარია თვითმმართველობის არჩევნებზე 40-პროცენტიანი ბარიერის გაუქმებასა და საარჩევნო კოდექსში ტერმინ დელეგატის დანერგვაზე. მომზადებული კანონპროექტის გათვალისწინებით, პარტიას უფლება ექნება სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე დელეგატად განსაზღვროს. ინიციატივას „ქართული ოცნება“ მაჟორიტარობის ინსტიტუტის გაუქმებით ხსნის. ოპოზიციური პარტიების ნაწილი ცვლილებებს არ ემხრობა. ოპონენტების კრიტიკას სახელისუფლებო გუნდში პროვოკაციას უწოდებენ, თუმცა ამ შეფასების მიუხედავად, ოპოზიციონერ დეპუტატებს საარჩევნო საკითხებზე დისკუსიებში მონაწილეობას სთავაზობენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან