ცვლილებები საარჩევნო კოდექსში


საარჩევნო სისტემის შეცლის შემდეგ საარჩევნო გარემოც უნდა შეიცვალოს.

მმართველ გუნდში ამ წუთებში მიმდინარე კონსულტაციებს წინ პირველი ხმაურიანი საკომიტეტო მოსმენა უძღოდა. ეუთო/ოდირის რეკომენდაციების მიხედვით მომზადებული კანონპროექტის განხილვაში ბოიკოტის რეჟიმში მყოფი „ნაციონალური მოძრაობაც“ ჩაერთო. ოპოზიციას საკუთარი ალტერნატიული წინადადებები აქვს. პროექტის მიხედვით, იცვლება პარტიების დაფინანსების წესი, ახალი რეგულაციები წესდება საარჩევნო უბნის პერიმეტრში, იკრძალება ამომრჩევლების გადაადგილების შეფერხება და მკაცრდება სანქციები ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე. სიახლეა გენდერული კვოტირების კუთხითაც.

რამდენად ასახავს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს - სწორედ ამ საკითხზე ვერ თანხმდება ამჯერად პოლიტიკური სპექტრი. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან