სასამართლომ ლაშა ნაკაიძე კვლავ პატიმრობაში დატოვა


თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ ყოფილი ტელეწამყვანი ლაშა ნაკაიძე კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა. დაცვის მხარის მოთხოვნა პატიმრობის გირაოთი შეცვლა იყო, ბრალდების მხარე კი პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა. დღესვე დაცვის მხარემ, პროცესზე, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის საფუძველზე გაუპატიურების მუხლის მოხსნის შუამდგომლობას დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ბრალდებული ლაშა ნაკაიძის საქმე არსებითად განხილვას გადაეცა. სახელმწიფო ბრალდება ლაშა ნაკაიძეს გაუპატიურებას, ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავება, რაც 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან