პეტრე და მგელი I Peter and The Wolf
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, სპეციალურად ბავშვებისთვის, "საქართველოს სინფონიეტას" YouTube არხზე ნაჩვენები იქნება სერგეი პროკოფიევის „პეტრე და მგელი“. ამ უნიკალური ნაწარმოებით ბავშვები გაიცნობენ მუსიკალურ ინსტრუმენტებს და ეზიარებიან კლასიკური მუსიკის ჯადოსნურ სამყაროს. 1936 წელს, სერგეი პროკოფიევმა დაწერა „პეტრე და მგელი“ - „სიმფონიური ზღაპარი ბავშვებისათვის“., სადაც მთხრობელი ბავშვებს უყვება ამბავს, ხოლო ორკესტრი უკეთებს ილუსტრაციას. თითოეულ პერსონაჟს, თავისი დამახასიათებელი მუსიკალური თემით სხვადასხვა ინსტრუმენტი ახმოვანებს: ჩიტი - ფლეიტა; იხვი - ჰობოი; კატა - კლარნეტი; ბაბუა - ფაგოტი; მგელი - ვალტორნები; მონადირეები - ხის ჩასაბერი ინსტრუმენტების და საყვირის მუსიკალური თემები, ხოლო იარაღის სროლის ხმა - ტიმპანი და დიდი დოლი; პეტრე - სიმებიანი საკრავები (ვიოლინო, ალტი, ჩელო და კონტრაბასი). ამ ნაწარმოების უამრავი ჩანაწერი არსებობს და 1 ივნისს, 19:00 საათზე ერთ-ერთ საუკეთესო ჩანაწერს გთავაზობთ „საქართველოს სინფონიეტას“ YouTube არხზე, რომელიც 2011 წელს, თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალზე განხორციელდა (სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან ცხადაძე). „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად ასრულებდნენ: კერსტენ მაკკოლი (ფლეიტა), გიორგი გვანცელაძე (ჰობოი), ლევან ცხადაძე (კლარნეტი), ბრამ ვან სამბეკი (ფაგოტი), ვოფგანგ გააგი (ვალტორნა), კონსტანტინე ჩადუნელი (ვალტორნა), ბაჩანა ბექაური (ვალტორნა), ფრიც დამროვი (საყვირი), მამუკა ბექაური (ტრომბონი), ვიმ ვოსი (დასარტყამი ინსტრუმენტები), გიორგი გიგუაშვილი (ტიმპანი), მთხრობელი კი გახლდათ ლევან წულაძე. მარჯანიშვილის თეატრი, თბილისი, 2011 წელი გადაღებულია ტელევიზია "პიკის" მიერ. აუდიოჩანაწერი გააკეთა რადიო "მუზამ" "Peter and The Wolf", a "symphonic fairy tale for children", is a musical composition written by Sergei Prokofiev in 1936. The narrator tells a children's story, while the orchestra illustrates it. Each character in the story has a particular instrument and a musical theme: bird – flute; duck – oboe; cat – clarinet; grandfather – bassoon; wolf – french horns; hunters - woodwind and trumpet theme, with gunshots on timpani and bass drum; Peter - string instruments (including violin, viola, cello, and double bass). This musical fairy tale is the best way to introduce your children to the instruments and classical music. It has been recorded many times and on June 1 at 19:00 on "Georgian Sinfonietta" Youtube channel will be presented one of the best performances recorded in 2011 within the framework of the Tbilisi Wind Festival, artistic director Levan Tskhadadze. Peter and the Wolf Levan Tsuladze - the narrator Kersten McCall - flute Giorgi Gvantseladze - oboe Levan Tskhadadze - clarinet Bram van Sambeek - bassoon Wolfgang Gaag - horn Konstantine Chaduneli -horn Bachana Bekauri - horn Frits Damrow - trumpet Mamuka Bekauri - trombone Wim Vos - percussions Giorgi Giguashvili - timpani Georgian Sinfonietta Marjanishvili Theater, November 2011 Filmed by PIK TV, Sound by Radio Muza
მსგავსი ვიდეოები
საზამთრო აქაც მე ვარ (კარაოკე) მეორე ვერსია - Sazamtro (KARA...
Georgian Karaoke Club
ემიგრაციაში მყოფი ადამიანების ხვედრი უმძიმესია - გიორგი ფხაკ...
გიორგი ფხაკაძე #drpkhakadze
პეტრე და მგელი.
Maiko Maisuradze
ს.პროკოფიევი სიმფონიური ზღაპარი-,,პეტრე და მგელი''
tamuna tevdorashvili
ოთხმოცდამეთხუთმეტე გაზაფხული
CIU Multimedia Centre
რა არის პატიება და როგორ ადამიანს შეუძლია აპატიოს-სულმკვდარს...
Teopile Malakia
დღეს იერუსალიმში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დღეს იერუსალიმში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster