სამაგისტრო გამოცდები ბათუმში

01.08.2020 01:00

საგამოცდო პროცესი მიმდინარეობს ბათუმში. ორივე საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის პროცესი ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინებით ჩატარდა, რაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ასევე ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის რჩევებით დადგინდა. საერთო სამაგისტრო გამოცდებს ბათუმში 1300-ზე მეტი მსურველი აბარებს. პროცესი დღეს დაიწყო და 5 აგვისტომდე გაგრძელდება. გამოცდები ქვეყნის მასშტაბით, სულ 19 საგამოცდო ცენტრში ტარდება.ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: