განრიდება-მედიაციის პროგრამის 10 წლის შედეგებთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით განრიდება-მედიაციის პროგრამის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს გენერალური პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციაზე განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართულმა სახელმწიფო უწყებებმა არასრულწლოვანთა განრიდება-მედიაციის პროგრამის ამოქმედებიდან 10 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები შეაჯამეს, ისაუბრეს არსებულ პოზიტიურ ტენდენციებზე და სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა. კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, რომელმაც ისაუბრა განრიდება-მედიაციის პროგრამის განვითარების ისტორიაზე, პროკურატურის უმნიშვნელოვანეს როლზე არასრულწლოვანთა განრიდების საქმეში და პროექტის წარმატებებზე, პროკურატურაში არსებულ არასრულწლოვანთა განრიდების საქმეების მონიტორინგის არსებულ მექანიზმზე, რომელიც შესაძლებლობას იძლევა შეგროვდეს და გაანალიზდეს არასრულწლოვანთა განრიდება-მედიაციასთან დაკავშირებული მონაცემები და შემუშავდეს შესაბამისი რეკომენდაციები პროგრამის სრულყოფის მიზნით. აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა პროკურატურის მიერ განხორციელებულ კვლევით საქმიანობაზე, რომელიც პროკურატურას და პროგრამაში ჩართულ სხვა მონაწილე უწყებებს შესაძლებლობას აძლევს სწორად განისაზღვროს მათ მიერ განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებები. გენერალური პროკურორის მოადგილემ იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რომლებიც პოზიტიური შედეგების მიუხედავად, კვლავ რჩება. ასევე ხაზი გაუსვა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვის, მულტიდისციპლინური მიდგომების გაძლიერების, აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროს გაფართოების მნიშვნელობას. ვრცლად: https://pog.gov.ge/news/ganrideba-med...
საქართველოს პროკურატურა-ის სხვა ვიდეოები
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამ...
პროკურატურამ "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამა...
გადაადგილების ტრაექტორია
ბრიფინგი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში
02:40
პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ განაჩ...
02:00
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზ...
01:18
პროკურორი ხათუნა კუსრაშვილი
01:09
ნ.ზ.-ს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გა...
მსგავსი ვიდეოები
ირაკლი შოთაძემ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში შეტანილი წვლ...
საქართველოს პროკურატურა
არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამის შეჯამება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბავშვთა უფლებათა კონვენცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იუსტიციის მინისტრი ''UNICEF''-ის აღმასრულებელი დირექტორის მო...
Ministry of Justice of Georgia
მსჯელობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
#ახალიდღე მედიაციის დღეები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
განრიდება-მედიაციის პროგრამის შედეგების შემაჯამებელი კონფერე...
საქართველოს პროკურატურა
ალექსანდრე ბურჭულაძე
Ministry of Justice of Georgia