ვინ ემიჯნება „ნაციონალურ მოძრაობას“

06.02.2024 03:28

ოპოზიციურ ფლანგზე გადაჯგუფებებისა თუ ახალი პარტიების ჩამოყალიბების გეგმებზე კონკრეტიკა ჯერ ისევ უცნობია. მოკავშირეების ძიებასა და პოლიტიკური გაერთიანების ფორმირების პროცესშია „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის ყოფილი წევრი ნიკა გვარამია, რომელიც ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან, ელენე ხოშტარიასთან და ნიკა მელიასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს. „ნაციონალური მოძრაობისგან“ რეალურად გამიჯვნის არ სჯერა ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილს, რადგან მათში იდეოლოგიურ თანხვედრას ხედავენ, თუმცა ამასთან აღიარებენ, რომ ოპოზიციის ნაწილს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის გარეშე 5%-იანი ბარიერის გადალახვის რესურსი არ აქვს. ოპოზიციის ნაწილის ტაქტიკას არაგონივრულად მიიჩნევენ თავად „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის ნაწილის, მათ შორის პარტია „ლელოსა“ და „საქართველოსთვის“ სისუსტე მათ სტრატეგიაშია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის გაზიარებაში მდგომარეობს და ხალხისა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში გამოიხატება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: