ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები

25.08.2022 01:09

ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები, ასევე გათანაბრებული და სკალირებული ქულები უკვე ცნობილია. აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გვერდზე აქვთ საშუალება იხილონ გათანაბრებული და სკალირებული ქულები. 2022 წელს თითქმის 117 ათასამდე ნაშრომიდან გასაჩივრდა 4 881. წელს ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა ისტორიის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა, ყველაზე ნაკლებმა კი - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდის შედეგი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს გაითვალისწინონ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 26 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო