დამატებითი სესია ეროვნულ გამოცდებზე

05.08.2022 01:08

გამოცდების ეროვნულ ცენტრში მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველთა დამატებითი სესია ჩატარდა. ზაფხულის საგამოცდო სესიები სწორედ დღეს სრულდება, მათ შორის აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც გამოცდაზე დროულად გამოცხადება კოვიდის გამო ვერ შეძლეს. უკვე ცნობილია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები, შესაბამისად, ცენტრი ახლა აპელაციის პროცედურებს იწყებს. სააპელაციო განაცხადის გაკეთება აბიტურიენტებს 8-დან 10 აგვისტომდე შეეძლებათ. განაცხადები მხოლოდ ელექტრონულად მიიღება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: